ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

ვინ იყო კახეთში მოკლული ამერიკელი ტურისტი და რას წერდა ის საქართველოზე სოციალურ ქსელში

12 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურაში ამერიკელი ტურისტი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, 1996 წელს დაბადებულმა მ. ჭ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 41 წლის აშშ-ის მოქალაქეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (იხილეთ დაკავების კადრები)

მოკლული ამერიკელი მოხალისე 41 წლის ფრიც მიუსერი იყო. როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, მამაკაცი ტურისტულად მოგზაურობდა კავკასიის რეგიონში. ის ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილების მონახულებას აპირებდა. მოხალისე ფერმერული საქმიანობით და ადგილობრივების კულტურის გაცნობით იყო დაინტერესებული.

ფრიც მიუსერის ბოლო პოსტი ფეისბუქზე 4 აგვისტოთია დათარიღებული. ამერიკელი მოხალისე გულსაბნევის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართული წარწერაა: "უანგარო ჩახუტება". ფოტოს მინაწერში კი მიუსერი მისი საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს:

"ბოლო ორი კვირაა თბილისში ვარ. არ ვგეგმავდი საქართველოს დედაქალაქში ამდენ ხანს გაჩერებას, მაგრამ ძალიან მაცდური ქალაქია. კარგი ადგილია განსატვირთად და დასასვენებლად და ჩემი სხეულის განსაკურნებლად. მჯერა ისეთი ურთიერთობები დავამყარე, რომელიც მომავალში ნაყოფს გამოისხამს. ხვალიდან ისევ დავიწყებ სიარულს. ქართული მოგზაურობისთვის შევქმენი "უანგარო ჩახუტების" გულსაბნევი, რომელიც ჩემ ზურგჩანთას მივამაგრე.

აზერბაიჯანისთვისაც მინდოდა იგივეს გაკეთება, მაგრამ მირჩიეს, ამას კარგად არ მიიღებენო. ვნანობ, რომ არ გავაკეთე - სულ რომ არაფერი, საუბრის წამოწყება მაინც იქნებოდა შესაძლებელი. ბოლო რამდენიმე დღეა გულსაბნევს ვატარებ და რეაქციებსა და გამოხმაურებას ველოდები. გაგაგებინებთ, როგორ განვითარდება მოვლენები..." - წერდა ამერიკელი მოხალისე სოციალურ ქსელში.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით