თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 303-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. შესაბამისი განცხადება უწყებაში გუშინ შემოვიდა", - განაცხადეს პროკურატურაში.

აღნიშნული მუხლი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

არსებული ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენლებს კითხავენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ