ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის სიყვარულის ისტორია - ვინ შეახვედრა ერთმანეთს ულამაზესი წყვილი

ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის სიყვარულის ისტორია - ვინ შეახვედრა ერთმანეთს ულამაზესი წყვილი

ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას ულამაზესი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი სპორტსმენის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულიამ და თიკა ალავიძემ საკუთარი სიყვარულისა და ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიებზე ექსკლუზიურად OK!-ისთან ისაუბრეს:

"ზაზა ცხრა წლის წინ გავიცანი. მაშინ ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.

ასევე წაიკითხეთ: ზაზა ფაჩულიას ოჯახური ფოტოები და სახლი ატლანტაში, სადაც ის წლების მანძილზე ცხოვრობდა

ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი", - იხსენებს თიკა.

"ჩემი მეგობარი კონცერტის დროს ხშირად ახსენებდა თიკას, ამბობდა ძალიან კარგი და ნიჭიერი მოცეკვავეაო. ისე მოხდა, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდი კულისებში და სწორედ იქ გავიცანი თიკაც. დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ტელეფონით და ინტერნეტით გვქონდა კავშირი. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო, რადგან უზომოდ მენატრებოდა..." - ამბობს ზაზა  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება