ლიზა ბაგრატიონი ბათუმში სოლო-კონცერტს გამართავს

ლიზა ბაგრატიონი ბათუმში სოლო-კონცერტს გამართავს

ბათუმის კლუბი "ვერტიგო" 27 აგვისტოს ლიზა ბაგრატიონის სოლო-კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, საღამოზე შესრულდება კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური საორკესტრო ვერსიები - ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების შესრულებით.

აჟღერდება გია ყანჩელის კლასიკური და სასიმღერო ჟანრის ნაწარმოებები, "ტანგოს მაგიერ" გიორგი ცაგარელის შესანიშნავი შესრულებით. ცნობილ მელოდიებს "ყვითელი ფოთლები", "ცვივა თოვლის ფანტელი", "ის აქ არის", "განშორება", შეასრულებენ სოლისტები: ალტისტი გიორგი ცაგარელი და მესაყვირე დავით შამანაური. ასევე კონცერტზე შესრულდება ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები, რომანსები, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები.

კონცერტზე დასასწრებად ბილეთები იყიდება: ბათუმში - კორტების ცენტრალურ შესასვლელში; ურეკში - "არენას" შესასვლელში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. ასევე ონლაინ ბილეთების შეძენა მსურველებს შეუძიათ www.tkt.ge-ზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება