რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის არეში დანით ერთი ჭილობა აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობელ კორპუსში მცხოვრები მამაკაცია. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.