ოლიმპიელების სამოსის შემდეგ "ფეისბუქი" ქალი მოჭადრაკეების კაბებმა აალაპარაკა

ოლიმპიელების სამოსის შემდეგ "ფეისბუქი" ქალი მოჭადრაკეების კაბებმა აალაპარაკა

საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებების წევრები ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ. გუნდების წარდგენა გუშინ ჭადრაკის ფედერაციაში გაიმართა, სადაც მოჭადრაკეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

თუმცა, ქართველი ინტერნეტმომხმარებლის ყურადღება საჭადრაკო ოლიმპიადის ნაცვლად მოჭადრაკეების სამოსმა მიიქცია. ოლიმპიელების ტანსაცმლის მსგავსად, ისიც ძალიან არასპორტულად და მოუხერხებლად გამოიყურება.

წაიკითხეთ: ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

ილია ბაჩა გიორგისძე

"ქართველი მოჭადრაკე გოგონები ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ!! ბიჯოოოოოოოო!!! ამ ოლიმპიურ კომიტეტში, დავიჯერო, ერთი გემოვნებიანი, მოაზროვნე ადამიანი არავინაა, ამის დამკვეთებს რომ უთხრას - თქვენ ძააააააან შიგ ხომ არ გაქვთო?! რას დაამსგავსეს გოგონებიიი?! "შუბები" და "ტელეგრეიკები" არ დაგავიწყდეთ - აცივდება აწიიი!!! ტფუიიი, თქვენს თავებზე გავიარე რაააა!! ჩვენს სანაქებო გოგონებს კი დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ!!!! <3

ირმა ვიბლიანი

ქართველ მოჭადრაკე ქალებს მაინც ნუ გახდიან საღლიცინოს, არ დაუმსახურებიათ მათ ეს! რა არის ეს, რა ფენომენია, ვინმეს შეუძლია ახსნას?! იქნებ რაიმე ახალი მიმართულებებია სუპერთანამედროვე მოდის და ჩვენ ჯერ არ ვიცით? თუ რაინდი რაინდობს და ქალს კოჭი რომ არ უნდა გამოუჩნდეს, იმ "ჩვენებას აწვება" თუ? მართლა მიჭირს ამ ყველაფრის ახსნა.....

ნინა შაპირო

ნატა ფერაძეს მოვანატრებდი მოჭადრაკე ქალების ადგილზე რომ ვყოფილიყავი!!!

დავით ბახტაძე

კახუჩელა მიყვებათ?!

მამუკა კუდავა

ჩვენი მოჭადრაკე ქალები თურმე ამ კაბებით მიემგზავრებიან ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, საქართველოში რიოს ოლიმპიადის სინდრომი უკვდავია...

ზურაბ მეძველია

დღეს. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ. შემდეგი ოლიმპიადებისთვის ნამდვილად ხიჯაბი, ჩადრი, ფარანჯა, ნიქაბი და ხიმარი დაგვჭირდება.

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი...  პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?

"კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებსო და გააუქმეს ტურისტებმა ჯავშანი... დანარჩენებმა ბოდიშიც არ მოიხადეს" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?