"სალამი 1 სექტემბერს!" - ბუკა პეტრიაშვილის ორი მოგონება სკოლის არქივიდან

"სალამი 1 სექტემბერს!" - ბუკა პეტრიაშვილის ორი მოგონება სკოლის არქივიდან

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ბუკა პეტრიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 1 სექტემბერს იხსენებს და ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს:

"არ მიყვარდა ზაფხულის დამთავრება, მაგრამ 1 სექტემბერი მაინც მიხაროდა! ძმაბიჭები და გარუჯულ/დასვენებული უმაგრესი კლასელი და სკოლელი გოგოები; ისტორიები, ნაღდი და ბევრი ფანტაზიანარევი, ზღვიდან, აგარაკებიდან თუ სოფლებიდან; მშობლიური 47/ სკოლის ბუფეტი და წიოწია ანიას და ზინას უნიკალყრი დუეტი; დაბალ კლასებში 1 სექტემბერს ორი დავალება იყო: როგორ გავატარე ზაფხული და რა წიგნები წავიკითხეთ. მაგარი იყო. მოკლედ ჩემთვის 1 სექტემბერი სიახლის, სიყრმის, სილაღის და სიყვარულის თარიღია! სალამი 1 სექტემბერს!

ორი მოგონება სკოლის არქივიდან, თუმცა ორი შენიშვნაც: 1. წიგნთან ასე დაძაბულადაც არ ვიყავი, როგორი გამომეტყველებაც მაქვს; 2. ჩემს უახლოეს მეგობარს პაპუნა შენგელაიას სკოლამდე დავუმეგობრდი, სკოლის დროს სიმაღლეშიც დავეწიე, მაგრამ წესიერებაში და გვერდში დგომაში მაინც დღემდე პირველია!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს