დღეს "ბათუმობა 2016" გაიხსნება

დღეს "ბათუმობა 2016" გაიხსნება

3-4 სექტემბერს, ზღვისპირა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ბათუმობა 2016" გაიმართება. დღესასწაული მემედ აბაშიძის გამზირზე საზეიმოდ გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. დაგეგმილია არაერთი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება.

მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ფოტოკონკურსები, ფოტოგამოფენები, ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული გამოფენები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა. საღამოს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ქართველ მსახიობებსა და მომღერლებს "ბათუმურ შეხვედრებზე" უმასპინძლებს. 6 მაისის პარკის კოლონადებთან საბავშვო კონცერტები გაიმართება.

ბათუმობის სახალხო დღესასწაული ანბანის კოშკთან გალა-კონცერტით დასრულდება. "ბათუმობა 2016" ოფიციალური გახსნის ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება. როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დამეგობრებული ქალაქებიდან ბათუმში მყოფი სტუმრები კულტურულ ღონისძიებებს დაესწრებიან და ზღვისპირა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ნახავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი