ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა

ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა

თურქეთში ანტალიის სანაპიროსთან ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად, ტურისტული გემი ჩაიძირა. მის ბორტზე 86 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა "Daily Sabah" იუწყება.

ანტალიის გუბერნატორის ინფორმაციით, გემმა ჩაძირვამდე კალეიჩის პორტი დატოვა. მისი ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვისა და საზღვაო პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილზე 84 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

შტორმის გამო, ხომალდის კაპიტანმა პორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გემმა ჩაძირვა დაიწყო. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი, რომლებიც თურქეთისა და ლიბანის მოქალაქეები არიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა