"ბათუმობის" დღესასწაულისთვის დაკიდული ქოლგების ნაწილი მოსახლეობამ სახლში წაიღო

"ბათუმობის" დღესასწაულისთვის დაკიდული ქოლგების ნაწილი მოსახლეობამ სახლში წაიღო

3-4 სექტემბერს "ბათუმობა 2016"-ის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქის ქუჩები სადღესასწაულოდ მოირთო. მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაკიდეს 2000 ფერადი ქოლგა, ფერადი ქოლგებით მოირთო დუმბაძის ქუჩაც. სანახაობა მართლაც ულამაზესი იყო - ფერადი ქოლგებით აჭრელებული ცის ქვეშ უამრავმა ბათუმელმა და ტურისტმა გადაიღო ფოტო. თუმცა, ქარმა და ძლიერმა წვიმამ მემედ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე ტროსი ჩამოაგდო, რომელზეც ქოლგები ეკიდა. ჩამოგდებული ქოლგები კი მოსახლეობამ წაიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდი ბათუმი / Batumi ავრცელებს.

"დილით ადრე მოვედი სამსახურში, წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა, ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მარა როგორც აღმოჩნდა ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა.

თითქმის ნახევარი ქუჩა ქოლგები გაზიდეს, ხალათებით და სარაფნებით გამოეფინენ ქალები, იღლიაში დანებით და ყველას მიჰქონდა თავისი წილი 2-3 ქოლგა" - წერს ერთ-ერთი ბათუმელი გვერდზე.

იხილეთ ვიდეო

"ბათუმობის" ორგანიზატორების განცხადებით, ქოლგების დატოვებას ქუჩებზე ერთი კვირის განმავლობაში აპირებდნენ, თუმცა ვანდალური ფაქტის გამო იძულებული არიან ინსტალაცია ხვალ მოხსნან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი