საქართველოში გააქტიურებული არამიწიერი არსებები

საქართველოში გააქტიურებული არამიწიერი არსებები

უფოლოგია ახალი მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ყველა იმ მოვლენას, რაც არამიწიერ, კოსმოსიდან მოსულ არსებებს უკავშირდება. უფოლოგობა ძალზე საინტერესო პროფესია გახლავთ, რომლითაც დღესდღეობით თავს ნამდვილად ვერ ირჩენთ. როცა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ ძალოვანი სტრუქტურებიც კი უძლურნი ხდებიან, დასახმარებლად უფოლოგს მიმართავენ. საქართველოში ერთადერთი ადამიანი, ვინც უფოლოგიის სფეროში სტაბილურად მუშაობს, ერეკლე შონია გახლავთ...

- უფოლოგია ახალი მეცნიერებაა, ფუნდამენტური საფუძვლები ჩაყრილი არ აქვს. უფოლოგობა ჩემი ძირითადი სპეციალობა არ არის, რითაც საკუთარ თავს ვარჩენ. ეს ოჯახური საქმეა და მის მიმართ დიდი ინტერესი მაქვს. ვოცნებობ, ოდესმე ის დრო დადგეს, როცა ამ საქმით ვიცხოვრებ და ფინანსებსაც ამ საქმით მოვიზიდავ, მთელ დროს უფოლოგობას დავუთმობ. ეს ისეთი საინტერესოა, რომ ვერანაირი საქმე ვერ შეედრება!

- როდის ხდება უცხოპლანეტელების გააქტიურება?

- არსებობს ციკლური (20, 40, 80-წლიანი) გააქტიურებები, მაგრამ ამის გარდა, არის პერიოდები, როდესაც დედამიწაზე ან კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე მოზღვავდება ხოლმე შეტყობინებები, რომ ხალხმა არამიწიერი არსებები, ხომალდები დაინახა. ვცდილობთ, განვმარტოთ - რამ შეიძლება ეს გააქტიურება გამოიწვიოს. აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს რაღაცის წინა პირობაა, მაგალითად - ტექნოგენური კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების, სოციალური არეულობების, საზოგადოებრივი დაძაბულობის... როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები დედამიწაზე მიმდინარე პროცესებით ინტერესდებიან და იწყებენ წინასწარ კვლევას, თუ რა ცვლილებები ხდება ჩვენს საზოგადოებაში. მაგალითად, 80-იანი წლების ბოლოს ძალიან დიდი გააქტიურების პერიოდი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იმ ცვლილებების წინა პირობა გახლდათ, რომელიც საქართველომ და საერთოდ, საბჭოთა კავშირმა გაიარა... უცხოპლანეტელები განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიით იყვნენ დაინტერესებულები.

- რა სახის შეტყობინებებს იღებდით?

- მაგალითად, ხალხი გვატყობინებდა, რომ ხომალდი დაინახეს, რომელიც ფორმას იცვლიდა, ადამიანებთან ახლოს (20 მეტრის მოშორებით) მიდიოდა... იყო შეტყობინებები, რომ თბილისის შემოგარენში რაღაც ხომალდმა ტყეს გადაუფრინა და იქაურობა დაანგრია. ზოგჯერ ადამიანები აღწერდნენ, რომ მათ ოჯახში უცნობი არსება ცხოვრობდა. ზოგი მას ხედავდა, ზოგი - ვერა. ეს არსება მათ რაღაცებს ასწავლიდა, მკურნალობდა, საჭმელს უჭამდა, ხატავდა... ვიდრე კვლევას დაიწყებ, მანამდე შეტყობინება არადამაჯერებელი ჩანს. მერე, როცა ფაქტებს, მიმდინარე კონტაქტის შედეგებს ხედავ, ეს ურთიერთობა მართლა შთამბეჭდავი ხდება.

- ალბათ, ზოგი შეტყობინება ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი ან ოინბაზობის შედეგია...

- ასეთი შემთხვევები არის ხოლმე, მაგრამ მათი გარჩევა ძალიან ადვილია: მეთოდიკა და პლუს, კონტაქტების მთელი ბაზა, გარკვეული ცოდნა გვაქვს, რითიც შეგვიძლია, მსგავსი შემთხვევები ადვილად გავცხრილოთ.

...

- უცხოპლანეტელი თავად თუ გინახავთ, შეხვედრიხართ?

- პირისპირ - არა, მაგრამ მიმდინარე კონტაქტისას, ადგილზე მისულს რაღაც ძალის ზეგავლენა მიგრძნია: ჩანს, ნივთები როგორ გადაადგილდება ან უცხოპლანეტელის ზემოქმედება ადამიანზე...

- უცხოპლანეტელი როგორ ეკონტაქტება ადამიანს?

- კენჭის სროლით, მხატვრობით, ვერბალურად, აზრობრივად (ადამიანის დახმარებით, ხელით ხდება წერა, ხატვა)... საქართველოში, დინამიკა გვაქვს აღწერილი, უცხოპლანეტელებმა ადამიანებთან კომუნიკაცია როგორ დაამყარეს, წერა ისწავლეს... 1996 წლისთვის უკვე მათი 26 სხვადასხვანაირი ანბანი, დამწერლობა იყო აღწერილი, შესაბამისი ქართული ტრანსკრიფციით.

- ჩვენთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურთ?

- დიახ. გვაკვირდებიან, გვასწავლიან, ზოგჯერ ადამიანებს მკურნალობენ, ეხმარებიან... კოსმოსური ეთიკაა, რომ სხვა სამყაროს განვითარებაში არ ჩაერიონ. ამიტომ ჩვენთან ურთიერთობაში ძალიან ფრთხილობენ.

- დედამიწაზე უცხოპლანეტელების ვიზიტი აგრესიის, საფრთხის შემცველი არასოდეს ყოფილა? ძველ ჟურნალ-გაზეთებში წამიკითხავს, თითქოს მათი ხომალდის დაჯდომის ადგილას ადამიანების დაღუპვის შემთხვევებიც ყოფილა...

- ფაქტი ის არის, რომ ადგილი, სადაც ეს ხომალდი ჯდება, გარკვეულ ენერგიას ინარჩუნებს. ჩვენ ხომ არ ვიცით, ისინი რა ტექნიკით მოძრაობენ, მათი მამოძრავებელი ძალა რა არის? ამიტომ ხომალდის დაჯდომის ადგილები განსაკუთრებით საფრთხილო ზონებია. იქ შეუიარაღებელი, დაუცველი ადამიანების ხანგრძლივად ყოფნა, ცხოვრება არ შეიძლება, არის შეცდომის შემთხვევებიც: ადამიანები უცხოპლანეტელთა ყურადღების სფეროში შეუმზადებლები ხვდებიან. მაგალითად, უკრაინის ცაში, თვითმფრინავი (თბილისი-ტალინის რეისი) უცხოპლანეტელთა გამოსხივებით დასხივდა. შემდეგ მგზავრები ჰყვებოდნენ, რომ ისეთი ძლიერი გამოსხივება იყო, წინ მჯდომი მგზავრების რენტგენულ გამოსახულებას ვხედავდითო... დაახლოებით, 1 თვეში, ძვლების დაშლით ჯერ ერთი პილოტი გარდაიცვალა, რამდენიმე ხანში კი - მეორეც... ვისაც უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა აქვთ, არამიწიერი არსებები მათ ხომალდზე ყოფნისთვის წინასწარ ამზადებენ - გამაჯანსაღებელ, შემამზადებელ ოპერაციებს უკეთებენ, რომ იმ ენერგიას გაუძლონ, რაც უცხოპლანეტელებს და მათ ტექნიკას აქვთ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს