კასპში მოქალაქე ნარგიზა ემინოვა სასტიკად სცემეს

კასპში მოქალაქე ნარგიზა ემინოვა სასტიკად სცემეს

ქალაქ კასპში მცხოვრები ნარგიზა ემინოვა ჯერ სცემეს, შემდეგ თავი ტროტუარზე არტყმევინეს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასპის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგიის განყოფილებაში მოათავსეს. პოლიციას არავინ დაუკავებია.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს იურიდიული დახმარება ამავე პარტიის იურისტმა გიორგი შარიფაშვილმა აღმოუჩინა. სწორედ, შარიფაშვილის წყალობით, ექიმები იძულებული გახდნენ საქმეში პოლიცია ჩაერთოთ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნარგიზა ემინოვამ, მევალეს გოჩა ილურიძეს სახლში მიაკითხა და კუთვნილი 500$-ის დაბრუნება მოსთხოვა. სახლში ნარგიზა ემინოვას გოჩა ილურიძის დედა დახვდა, რომელთანაც კამათი მოუვიდა. მევალისა და მოვალის კამათში გოჩა ილურიძის ბიძაშვილი თამაზ ილურიძე ჩაერთო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნარგიზა ემინოვას თამაზ ილურიძემ სცემა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა