3 დღის წინ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ

3 დღის წინ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ

სამი დღის წინ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილსა და გიორგი ყანჩაველს პატიმრობა შეეფარდათ.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოცხადებისას, მოსამართლემ განმარტა, რომ ფეიქრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების შესახებ, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

დაცვის მხარე გიორგი ფეიქრიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი მისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც პროცესზე ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განმარტა, სახელმწიფო ბრალდებამ ვერანაირი საფუძველი ვერ მოიყვანა საკუთარ შუამდგომლობაში იმისთვის, რომ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა შეფარდებოდა. ადვოკატის განმარტებით, მან მოსამართლეს ასევე მიაწოდა მტკიცებულებები, რომელიც ეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარას. კერძოდ, მოთხოვნას, რომ დატოვოს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "მისი საქმე ცუდად წავა".

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ფეიქრიშვილი რამდეჯერმე იყო დაკავებული და არც ერთხელ არ უცდია მიმალვა იმის მიუხედავად, რომ საპატიმრო დაწესებულება დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა. გიორგი ფეიქრიშვილის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 48 საათიან ვადაში, სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი.

იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული 26 წლის გიორგი ყანჩაველიც. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელმა განმარტა, არსებობს ყანჩაველის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების მოსპობის მცდელობის საფრთხეები, რასაც სასამართლო დაეთანხმა და პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელდა და დაკავებული არიან გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი.

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომელთაც თბილისში აფეთქებას უპირებდნენ

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სუს-მა 7 პირი დააკავა

ყოფილი პატრული გიორგი დვალიშვილი გომელაურის განცხადებაზე - "როცა მინისტრს ასეთი პოზიცია აქვს, ეს მისი პრობლემაა"