უცნობი ფაქტები ივან ურგანტის ქართველი ცოლის ყოფილ ქმარზე - ვინ არის ბიზნესმენი თემურ კუტალია

უცნობი ფაქტები ივან ურგანტის ქართველი ცოლის ყოფილ ქმარზე - ვინ არის ბიზნესმენი თემურ კუტალია

გთავაზობთ სტატიას, სადაც გაიგებთ ვის მიუძღვნა ნატალია კიკნაძემ 10 წელი და ვისგან ჰყავს ორი შვილი, ვიდრე ცოლად ცნობილ ტელეწამყვანს გაჰყვებოდა.

მომხიბვლელი ნატალია კიკნაძის მეორე ქმარი ყველასთვის ცნობილი ივან ურგანტია. თუმცა, მისი პირველი ქმრის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

პრესაში ნატალიას პირველ მეუღლეს მოიხსენიებენ ხან თემურ, ხან ვახტანგ კუტალიათი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის, აფხაზეთში საკუთარ სამშობლოში იყო დაკრძალული. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა, ის ცოცხალია, ჯანმრთელი და პეტერბურგში ცხოვრობს.

ნატალია, ცნობილი პეტერბურგელი იუველირის, ავთანდილ კიკნაძის ოჯახში გაიზარდა. ნატაშა, ივან ურგანტთან ერთად პრესტიჟულ გიმნაზიაში სწავლობდა. მათ შორის გრძნობები კი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაღვივდა.

სკოლის დასრულების შემდეგ ნატალიამ მაშინვე გაიცნო, მასზე 10 წლით უფროსი მამაკაცი - თეიმურაზ კუტალია. გათხოვებიდან მალევე, 19 წლის ასაკში, ნატალიამ თეიმურაზს ვაჟი, ნიკო გაუჩინა. სამი წლის შემდეგ, 2000 წელს, ახალგაზრდა წყვილს ქალიშვილი - ერიკა შეეძინა  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება