ფალსიფიცირებული სურსათი ბაზარზე - რომელია რისკის შემცველი პროდუქტები საქართველოში

ფალსიფიცირებული სურსათი ბაზარზე - რომელია რისკის შემცველი პროდუქტები საქართველოში

სამომხმარებლო ბაზარზე ფალსიფიკაციის რისკი დიდია, მაგრამ გამოვლენილი ფაქტები სულ რამდენიმეა.

სურსათის სფეროში ძნელად მოიძებნება ისეთი მიმართულება, სადაც ეს პრობლემა არ არის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, ფალსიფიკაციის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა ყავა, თაფლი და ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომლის დიდი ნაწილი სამომხმარებლო ბაზარზე სუროგატი ნედლეულისგან არის დამზადებული.

სულ ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ურევდნენ ამავე ქარხანაში გადამუშავებულ ბარდას. მიღებული პროდუქციის რეალიზაცია კი ხდებოდა, როგორც ნატურალური ყავა.

სურსათის სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, ფალსიფიკაციის პრობლემა ქართულ ბაზარზე რეალურად არსებობს, თუმცა გამოვლენილი ფაქტები სულ რამდენიმეა. სწორედ ასე ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელი.გე"-ს დამფუძნებელი ლია თოდუა, რომლის თქმითაც საქართველოში ფალსიფიკაციის გამოვლენის შესაძლებლობა ძალიან მწირია.

"ნებისმიერ ფაქტს სჭირება დადასტურება. ფალსიფიცირებაა, როცა დადგენილი არ არის, მაგალითად, რა შეიძლება გაიყიდოს შოკოლადის დასახელებით. ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, სურსათის უვნებლობის სფეროს მიეკუთვნება, მაგრამ რამდენად არის პროდუქტის შემოწმების შესაძლებლობა? ჩვენ ორგანიზაციას აქვს რამდენიმე კვლევა, რითაც ზოგიერთი პროდუქტის ფალსიფიცირება ლაბორატორიულად დადასტურდა, თუმცა პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, მისი გამოვლენის შესაძლებლობა კი - მცირე", - განმარტავს თოდუა.

ფალსიფიკაცია არის ისეთი საკვები პროდუქციის დამზადება, რომელიც არ შეესაბამება რეცეპტურას ან დასახელებას. მასში ძირითადი ნედლეული შეცვლილია სუროგატებით, იმიტატორებით, მღებავი ნივთიერებებით, შემავსებლებით და სხვა. მწარმოებელი იაფი ინგრედიენტების, მარტივი ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაკლები წონითა და ფასით ატყუებს მყიდველს. მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში კომპეტენტური არაა ფალსიფიცირებული პროდუქციის არაფალსიფიცირებულისგან გარჩევაში, იგი ბრმად ენდობა რეკლამასაც  წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი