"ბებოს შვილები და შვილიშვილები გამოჩნდნდენ... ბებო სახლში ჩაკეტეს, ეხლა ჩემთან მოდიან დარაზმულები" - აკა სინჯიკაშვილი

"ბებოს შვილები და შვილიშვილები გამოჩნდნდენ... ბებო სახლში ჩაკეტეს, ეხლა ჩემთან მოდიან დარაზმულები" - აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოხუცი ქალბატონის ფოტო გამოაქვეყნა. სცენარისტი, რომელმაც გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ სოციალური კამპანია წამოიწყო წერდა, რომ მოხუცს შვილები ყურადღებას არ აქცევდნენ, რის გამოც ის რუსთაველზე ყვავილების ყიდვით ირჩენდა თავს.

"ყურადღება!!! ამ ბებოს ყველა იცნობთ უკვე, ყვავილებს ჰყიდის რუსთაველზე. შვილები ყურადღებას არ აქცევენ და მისი უკანასკნელი ნატვრაა სამშობლოში, გურჯაანში, სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდეს და თავისი ქმრის საფლავზე მივიდეს ყოველდღე. მე ხვალ მივდივარ გურჯაანში, მოვძებნი ძაან პატარა სახლს და ვუყიდოთ რა, იაფი ღირს. თუ ვერ ვნახე და ვიყიდით სამშენებლო მასალებს, მშენებელიც გვეხმარება, შევიკრიბოთ ათი ადამიანი და მიწაზე ერთ პატარა ოთახს ავაშენებთ.საჭმელს და წამლებს მერე მე ჩავუტან ხოლმე.ვაჩუქოთ ადამიანს სიბერე, თბილისში ფარდულში არ უნდა ეძინოს, არ იცით რა კარგი და კეთილი ბებოა, სულ ტირის. დაახლოებით 5000 ლარი გვჭირდება და აუცილებლად შევაგროვებთ" - წერდა აკა სინჯიკაშვილი.

როგორც აღმოჩნდა სცენარისტის პოსტის შემდეგ მას მოხუცი ქალბატონის შვილები და შვილიშვილები დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" დაწერა.

"ყურადღება ! დღეს რომ ბებოს ფოტო დავდე, იმ ბებოს შვილები და შვილიშვილები გამოჩნდნდენ. ბებო სახლში ჩაკეტეს, ჩემს მეგობარ ნათიას შეურაცხყოფა მიაყენეს, მე ველაპარაკე ტელეფონზე, ეხლა ჩემთან მოდიან დარაზმულები. ძვლებში დამტვრევას შემპირდნენ და ვნახოთ. ბებო სახლში ჰყავთ, აეროპორტის დასახლებაში. გამომეხმაუროს არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც აინტერესებს. მიხედავს ამ საქმეს პოლიცია და სოციალური სამსახური და ბებო კარგად იქნება, სახლსაც ავუშენებთ და ქმრის საფლავზეც ივლის! ამათ კიდევ ველოდები და ვინ რას დამამტვრევს ერთი ვნახავ. არ ვწერ ხოლმე ამ ჩხუბების ამბებს, მაგრამ ეხლა რადგან ფულს ვუგროვებთ, იმიტომ გაგაგებინეთ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს