"იქნება ახალი თავდასხმები და უდანაშაულო მსხვერპლი" - საფრანგეთის პრემიერი მოსალოდნელი ახალი ტერაქტების შესახებ საუბრობს

"იქნება ახალი თავდასხმები და უდანაშაულო მსხვერპლი" - საფრანგეთის პრემიერი მოსალოდნელი ახალი ტერაქტების შესახებ საუბრობს

საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი ქვეყანაში მოსალოდნელი ახალი ტერაქტების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"იქნება ახალი თავდასხმები, ახალი უდანაშაულო მსხვერპლი. ეს არის ჩემი როლი, რომ ამის შესახებ ვუთხრა ფრანგ ხალხს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა. მისივე თქმით, ახალი ტერაქტების აღკვეთის მიზნით, 15 ათას ადამიანს პოლიცია ადევნებს თვალს. მიმდინარე კვირას ხელისუფლებამ სულ მცირე ორი ტერაქტი აღკვეთა.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის პროკურატურამ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა