რას ჰკითხავდი პაატა ბურჭულაძეს? - "პალიტრანიუსი" ინოვაციური გადაცემისთვის მონაწილეებს ეძებს!

რას ჰკითხავდი პაატა ბურჭულაძეს? - "პალიტრანიუსი" ინოვაციური გადაცემისთვის მონაწილეებს ეძებს!

Palitranews-ის ეთერში ინოვაციური სატელევიზიო პროექტი "ჩემი კითხვა" პარასკევს, 16 სექტემბერს პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლებს. პოლიტიკური პლატფორმა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი "პალიტრანიუსის" მაყურებლის შეკითხვებს ღია ეთერში უპასუხებს!

ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობიდან ცნობილი სახეების გადინება, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩის", "ახალი მემარჯვენეების" და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანება, პარტიის ლიდერის მოსაზრებები ყოფილ თანაგუნდელებზე - ამ და სხვა თემებზე პაატა ბურჭულაძე მაყურებლის მწვავე კითხვებს უპასუხებს.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა ყველაზე აქტუალური საკითხები პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ცოცხალ ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

გადაცემაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი ფორმა. დასვით კითხვა ოთხშაბათის, 14 სექტემბრის ჩათვლით!

როგორ უნდა დასვათ კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება. 14 სექტემბრის ჩათვლით:

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა

ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news (ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გადაცემის პროდიუსერს ნომერზე 577 28 16 66)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."