ცესკოს საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა

ცესკოს საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევენო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო" რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა, გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლის თანახმადაც "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება და ასევე გატარდება მისი პროპორციული სია.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა 100 ლარი საარჩევნო ბლოკ "თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს" სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით დახარჯა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."