გოდერძი თევზაძის პირველი კომენტარი ბრალდებაზე - "მოვედი, რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დავამტკიცო უდანაშაულობა"

გოდერძი თევზაძის პირველი კომენტარი ბრალდებაზე - "მოვედი, რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დავამტკიცო უდანაშაულობა"

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უვადო შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გოდერძი თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განუცხადა.

"ის იწყებს უვადო შიმშილობას. მან პოლიციაში გამოცხადების დროს თქვა - მე მოვედი იმისთვის, რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დავამტკიცო უდანაშაულობაო", - აღნიშნა ლედი ტუკვაძემ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბრალდებულმაც.

"დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს ობიექტური გამოძიების. მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. მზად ვარ სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლო",- აღნიშნა თევზაძემ.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ