ბუნებრივი აირის მკვეთრ სუნთან დაკავშირებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მორიგ განცხადებას ავრცელებს

ბუნებრივი აირის მკვეთრ სუნთან დაკავშირებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მორიგ განცხადებას ავრცელებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ბუნებრივი გაზის ჭარბი ოდორიზებით გამოწვეულ მკვეთრ სუნთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, "მყისიერი რეაგირება მოახდინეს და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს".

"გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, თბილისის რამდენიმე უბანში ბუნებრივი გაზის ჭარბი ოდორიზებით გამოწვეულ მკვეთრ სუნთან დაკავშირებით. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მოახდინა მყისიერი რეაგირება და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირადად გადაამოწმეს შპს "გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა და სხვა თანამშრომლებმა. ისინი ყველა იმ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, რომლებშიც პაციენტები იყვნენ განაწილებული და პირადად გადაამოწმეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ შემთვევაში არ დადასტურებულა ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაცია და პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ყველა მათგანი გაწერილია სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" აცხადებენ, ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის სპეციფიური სუნის მისაცემად.

"ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდება, თუმცა უახლოეს მომავალში ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური ეტაპობრივად ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით აღიჭურვება, რაც გამორიცხავს ბუნებრივ გაზში ოდორანტის ჭარბი რაოდენობით მოხვედრას", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი