"შესაძლოა ეს არ იყოს თვითმკვლელობა და იყოს მკვლელობა" - გოდერძი თევზაძის ადვოკატის სკანდალური განცხადება

"შესაძლოა ეს არ იყოს თვითმკვლელობა და იყოს მკვლელობა" - გოდერძი თევზაძის ადვოკატის სკანდალური განცხადება

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ სტურუა მოკლული იყოს.

როგორც თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ის პირები, რომლებმაც დემურ სტურუას გარდაცვალებამდე წერილი დააწერინეს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია ნახსენები.

"შესაძლოა ეს არ იყოს თვითმკვლელობა, არამედ იყოს მკვლელობა. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ძალიან მაინტერესებს კონკრეტული ადამიანები - ვინ დააწერინა, რა პირადი ინტერესებისთვის დაიწერა ეს წერილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კალიგრაფიული ექსპერტიზა ამ ყველაფერს იტყვის", - განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

მისივე თქმით, დემურ სტურუას დაზიანებები სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე აქვს მიყენებული, რაც ასევე ეჭვებს ბადებს.

"ეს ორი უმნიშვნელო დაზიანებები მიყენებული არის სიკვდილამდე რამდენიმე წუთის მონაკვეთში", - აღნიშნა გოდერძი თევზაძის ადვოკატმა.

გოდერძი თევზაძის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები მიიტანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ