ნოდარ ჯავახიშვილი - წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ

ნოდარ ჯავახიშვილი -  წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ

ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის უშიშროებასთან და სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურება და შედეგია ის ფარული ჩანაწრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის ეთანხმება მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ნიკა გვარამია-პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში შედის.

"ნახევარი საბჭოთა კავშირის პერიოდში ვიცხოვრე და მაშინაც კი არ მქონია საბჭთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი, ახლა შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს? როდესაც ჩვენები საუბრობენ, რომ ეს მათ(ნაციონალური მოძრაობის) ინტერესებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებთ. ვთვლი, რომ კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."