გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ყუმბარმტყორცნი, "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატები, "გლოკი" და "მაკაროვი" ამოიღეს

გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ყუმბარმტყორცნი, "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატები, "გლოკი" და "მაკაროვი" ამოიღეს

ე.წ. კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები, "მაკაროვის" სისტემის ორი პისტოლეტი, "გლოკი", ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და რამდენიმე ასეული სხვადასხვა კალიბრის ვაზნები - აღნიშნული იარაღი სამართალდამცველების ინფორმაციით, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ამოიღეს.

დღევანდელ პროცესზე, საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავას მიმართ წაყენებულ დამატებით ბრალდებებზე, მათ შორის დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვაზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, კაჭარავას სამუშაო კაბინეტიდან, რომელიც ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს, ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის "აკაემის" სისტემის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის "აკაესის" სისტემის ავტომატი, "მაკაროვის" კონსტრუქციის ორი პისტოლეტი, 18მმ კალიბრის "გლოკი", ქარხნული წესით დამზადებული ორლულიანი თოფი, რომელსაც თვითნაკეთი წესით ამოღებული აქვს ლულა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და რამდენიმე ასეული ვაზნა.

როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა აღნიშნა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ასევე უკანონოდ შეძენილი "სტეჩკინის" ტიპის იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება "ამფიტამინი" ამოიღეს.

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა და ამავე სამსახურის გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე სამართალდამცველებმა 14 სექტემბერს ქრთამის აღების ფატზე დააკავეს. დღეს ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეფარდათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ