"მე ვარ სამასი არაგველის შთამომავალი" - გორის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი

"მე ვარ სამასი არაგველის შთამომავალი" - გორის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი

გორის მაჟორიტარობის ოთხ კანდიდატთან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ბლიცინტერვიუები ჩაწერა. რატომ გადაწყვიტეს კენჭისყრა და რა ხელისშემწყობი პირობები არსებობს გამარჯვებისთვის, ან პირიქით? - ამ კითხვას იოსებ მაკრახიძე - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო", მამუკა ნოზაძე - "პატრიოტთა ალიანსი", ზაზა გიგაური - "დავით თევზაძე საქართველო მშვიდობისთვის" და ვახტანგ რაზმაძე - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" პასუხობენ.

ერთ-ერთი კანდიდატის განცხადებით, იგი სამასი არაგველის შთამომავალია და მას ვერ დაამარცხებენ. "მე ვარ სამასი არაგველის შთამომავალი, როცა ჩემი წინაპარი საომრად მიდიოდა, არ უფიქრიათ, რომ დავმარცხდებითო, თავისი საქმე გააკეთეს. ჩვენ არ ვიცით უკან დახევა, ჩვენ ვიცით წინ სიარული", - ამბობს ზაზა გიგაური.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა