დაზიანებული სააგიტაციო მასალა და მაჟორიტარი კანდიდატების ურთიერთბრალდებები გურჯაანში

დაზიანებული სააგიტაციო მასალა და მაჟორიტარი კანდიდატების ურთიერთბრალდებები გურჯაანში

წინასაარჩევნო აგიტაცია ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობს. გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატები სააგიტაციო მასალის დაზიანებასა და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობენ.

სოფელ ვაჩნაძიანის რამდენიმე უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატებს "ქართული ოცნების" პლაკატები გადააკრეს. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, ელგუჯა გიორგაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნათია ბიწკინაშვილმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა.

"საღამოს გავედით პლაკატების გასაკრავად და ვნახეთ, რომ ერთ-ერთი სახლის ღობეზე, გიორგაძის სააგიტაციო მასალაზე დავით სონღულაშვილის პლაკატი იყო გადაკრული. ჩვენ ამის დამადასტურებელი სურათებიც გაგვაჩნია. ასეთი არაერთი ფაქტია და ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ადმინისტრაციულ სამსახურებს დავალებული აქვთ, ჩვენი პლაკატები ჩამოხიონ. არიან ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, რომ გიორგაძის სააგიტაციო მასალა, ვაჩნაძიანის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის ლია გოლეთიანის შვილმა დააზიანა. ამის შემდეგ კი, თავიანთი პლაკატები გააკრეს. მართალია, თვითონ ლია ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ეს ასეა", - ამბობს ელგუჯა გიორგაძე.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა