ინტერნეტში ახალი ფარული მასალები ვრცელდება, რომელზეც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის თათბირია ჩაწერილი

ინტერნეტში ახალი ფარული მასალები ვრცელდება, რომელზეც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის თათბირია ჩაწერილი

Youtube-ზე მორიგი ფარული ჩანაწერები ვრცელდება. არხი Rustavi2 Rustavi2, 4 ოქტომბერსაა შექმნილი და მასზე 5 ფარული ჩანაწერია ატვირთული. გვერდის ავტორის მტკიცებით, ჩანაწერები ნიკა გვარამიას მიერ არის შესრულებული 2009 წელს.

ერთ-ერთ აუდიოში, როგორც მის მინაწერში ვკითხულობთ, მიხეილ სააკაშვილისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების საუბარია აღწერილი და 2009 წელს ნიკა გვარამიას მიერ არის ჩაწერილი.

"სისულელეა საერთოდ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. რაღაცა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან და ასე შემდეგ, არასდროს მსგავს შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. ამას ისიც ადასტურებს, რომ საერთოდ ჩემი ხმა არ ისმის. საათნახევარია მემგონი ის ჩანაწერი და მე საათნახევარი ფიზიკურად დუმილი არ შემიძლია, მითუმეტეს როდესაც ადამიანები რაღაც საკითხებზე მსჯელობენ. ამიტომ ჩემთან კავშირში ეს არ არის. არ ვიცი, ვინ საიდან მოიტანა და რას ეხება საერთოდ, მაგრამ ჩემთან კავშირში საერთოდ არ არის", - განაცხადა ჩანაწერების შესახებ ნიკა გვარამიამ 2030-თან საუბარში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."