იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა დაინიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა დაინიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხვალ საგანგებო სხდომა გაიმართება. საბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შესახებ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება.

"2016 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ინტერნეტიით გუშინ ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს "სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი "კატასტროფას“ უწოდებს.

"სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, - ამბობს მამუკა ახვლედიანი, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს: “რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული“.

აღნიშნულ ჩანაწერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მთავარია რამე დადონ, სადაც მისი ხმა ისმის და შინაარსს აღარც უსმენენ.

”ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარს აღარც უსმენენ. ამას ჰქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. პ.ს. მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია”, - წერს ნიკა გვარმია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ