"დიდი აფეთქების ხმა გაისმა... თავიდან ვერ მივხვდით რა იყო" - მიხეილ მაჭავარიანი აფეთქების მომენტს იხსენებს

"დიდი აფეთქების ხმა გაისმა... თავიდან ვერ მივხვდით რა იყო" - მიხეილ მაჭავარიანი აფეთქების მომენტს იხსენებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი.

როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია PALITRANEWS-ზე, გადაცემა "360 გრადუსში"

სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, აფეთქება ძალიან მძლავრი იყო.

"ჩვენს ოფისთან ძალიან დიდი აფეთქების ხმა გაისმა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ მივხვდით რა იყო. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. მე ადგილზე ვარ და მანქანის მთელი უკანა ნაწილი აღარ არსებობს. თვითონ გივიც და მძღოლიც შოკში არიან. ისინი დაჭრილები არ არიან, ყურის დაგუბება აქვთ. მე რაც ვნახე, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მანქანა გაზზე არ იყო.

იხილეთ ვიდეო: რა ნახა მიხეილ მაჭავარიანმა საკუთარი თვალით გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილას?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."