რა ხდება ახლა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილზე - ფოტოები "პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიიდან

 რა ხდება ახლა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილზე - ფოტოები "პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიიდან

"პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თარგამაძის აფეთქებული ავტომანქანა კვლავ ადგილზეა.

ტერიტორია ისევ სპეციალური ლენტებითაა შემოსაზღვრული, რის შესაბამისადაც, პოლიცია შემთხვევის ადგილზე შესვლის უფლებას არავის აძლევს.

გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ფოტო: თამარ ბოჭორიშვილი, ჯონი პატარკაციშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ