კრწანისში მიმდინარე კიდევ ერთი სპეცოპერაცია - ექსკლუზიური კადრები ადგილიდან

კრწანისში მიმდინარე კიდევ ერთი სპეცოპერაცია - ექსკლუზიური კადრები ადგილიდან

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 3 დღიანი საგამოძიებო - სამძებრო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი. ორი სპეცოპერაცია გლდანსა და კრწანისში ერთდროულად ტარდება, მათ შორის ეჭვმიტანილისა და მისი მშობლების ბინებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელია. ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა თბილისის ცენტრში 4 ოქტომბერს აფეთქდა. მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდა, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. აფეთქებისას დაშავდა ქუჩაში გამვლელი 5 პირი. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: კრწანისში მიმდინარე კიდევ ერთი სპეცოპერაციის ექსკლუზიური კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ