პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში - საარჩევნო უბანი სამხრეთ აფრიკაში

პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში - საარჩევნო უბანი სამხრეთ აფრიკაში

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს.

საქართველოში 3 645, ხოლო საზღვარგარეთის 40 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანი მუშაობს. მათ შორისაა, საარჩევნო უბანი სამხრეთ აფრიკაში - აქ საქართველოს ისტორიაში პირველად გაიხსნა საარჩევნო უბანი.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს: "2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში, გაიხსნა საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ ნახევარსფეროში - სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში", - ვკითხულობთ საელჩოს ინფორმაციაში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 168 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და

"სოციალურ ქსელში წერენ, გამყრელიძე ამბობს, ახლა 2-3 კვირის მერე იქნება პიკიო... არა, თავიდანვე ვთქვი, ფრთხილად უნდა ვიყოთ  მე-6, მე-7, მე-8 კვირაშითქო"

"დღემდე ვერ ხერხდება მოფიქრება, რა უნდა წარადგინოს ცნობის სახით მაგალითად, ძიძამ რომ დახმარება გაეწიოს" - კახა კალაძე