"ელქსელებში ვმუშაობ, დამავალეს საარჩევნო უბანზე 100 კაცი მომეყვანა" - კოორდინატორები კახეთში

"ელქსელებში ვმუშაობ, დამავალეს საარჩევნო უბანზე 100 კაცი მომეყვანა" - კოორდინატორები კახეთში

სოფელ ყარაჯალაში "ქართული ოცნების" აგიტატორებსა და კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველი მიკროავტობუსებით მიჰყავთ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს აგიტატორებმა განუცხადეს, ისინი "ქართული ოცნების" მიერ გადაცემული სიებით ხელმძღვანელობენ და უბნებზე ძირითადად "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მიჰყავთ.

"სიის მიხედვით 45 მყავდა მოსაყვანი. უკვე 80-მდე ადამიანი მოვიყვანე და შემიძლია 8 საათამდე კიდევ 40 მოვიყვანო. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან", - აღნიშნა "ქართული ოცნების" კოორდინატორმა სიათხან ყურბანოღლიმ.

"ელქსელებში ვმუშაობ. დამავალეს, რომ ხალხი მოვიყვანო", - ამბობს ილჰამ ალაზოვი.

ყარაჯალაში, რომელიც ახმეტის საარჩევნო ოლქში შედის, ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 6399 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

წყარო: ick.ge

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."