"მრავალეროვანი საქართველო": "ყიზილაჯლოში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ"

 "მრავალეროვანი საქართველო": "ყიზილაჯლოში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ"

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

როგორც "მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციას მისმა დაკვირვებელმა მიწოდა, რომელიც უბანზე იმყოფებოდა.

"სოფელ ყიზილაჯლოში დღის მეორე ნახევრიდან უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რამდენადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, ორივე პარტიის წარმომადგენლები წესრიგს არ იცავდნენ, რის გამოც თავმჯდომარემ პატრული გამოიძახა. აღნიშნულის მიუხედავად, ვითარება არათუ ჩაცხრა, არამედ უფრო დაიძაბა და დაპირისპირება გადავიდა საარჩევნო უბნის შიგნით. სიტუაცია გახდა უმართავი. ჩამომსხვრეულია მინები, ადგილზე მისულია საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი საარჩევნო უბანს ბოლო წუთამდე არ ტოვებდა და აგრძელებდა დაკვირვებას. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ჩვენ ცესკო-ს ინფორმაცია მივაწოდეთ და რეკომენდაციით მივმართეთ, რომ დამატებითი ძალები გაეღო ვითარების განსამუხტავად", - განაცხადა კალატოზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე.

"ჩვენი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვამბობთ მაგას, თუმცა ჯერჯერობით მასთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება", - განაცხადა კალატოზიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."