გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მას ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მას ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად გიგი წერეთელმა განუცხადა.

"3-ჯერ ველაპარაკე სამხარეო პოლიციის უფროსს, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. ამ უბანზე დღეს ქალაქის მერიც იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ. მე რომ დამინახეს, დაიწყეს ჩხუბი", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."