ცესკოს წინასწარი შედეგები 04:00 საათისთვის: "ქართული ოცნება" - 51.8%, "ნაციონალური მოძრაობა" - 25.27%

ცესკოს წინასწარი შედეგები 04:00 საათისთვის: "ქართული ოცნება" - 51.8%, "ნაციონალური მოძრაობა" - 25.27%

04:00 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 51.8%, "ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 25.27% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 1152 აქვს დათვლილი, რაც უბნების 31.12%-ია.

1152 უბანზე დათვლილი შედეგების თანახმად, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” - ხმათა 4.84% მიიღო, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” – 3.92%, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 3.71%, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” 3.2%, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 2.99% „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 1.44%, „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - ამომრჩეველთა 0.93% მხარდაჭერა მიიღო.InterPressNews.Ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."