წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შედის

 წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შედის

182 უბნის წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 9:00 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 47.1%; "ნაციონალური მოძრაობა" 28.8%, "პატრიოტთა ალიანსი" 5.5%; "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 5.7%.

დასათვლელია კიდევ 166 საარჩევნო უბნის მონაცემები. უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 მანდატია.

იხილეთ ვიდეო: 4 პარტია, რომელიც წინასწარი მონაცემებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."