"ბევრი იქნებით, ვისაც მისი დახმარება მოგინდებათ" - ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც "ფეისბუქი" დაიპყრო

"ბევრი იქნებით, ვისაც მისი დახმარება მოგინდებათ" - ვინ არის მრიცხველზე გაკრული წერილის ავტორი, რომელმაც "ფეისბუქი" დაიპყრო

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში მრიცხველზე გაკრული წერილის ფოტო გავრცელდა, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა.

წერილში ეწერა:

"ძალიან გთხოვთ, როგორც შვილს, არ გამითიშოთ, პენსიას ავიღებ და პარასკევს გადავიხდი". ფოტოს ინტერნეტმომხმარებლების უამრავი კომენტარი მოჰყვა. მათი უმეტესობა წერილის ავტორის ვინაობით დაინტერესდა.

როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტმა მარიამ ოშხნელმა წერილის ავტორი იპოვა და მას სახლშიც ესტუმრა.

"ვიპოვე! მრიცხველზე გაკრული წერილი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიარა, ლილი ბებოს დაწერილია... აქ გაგაცნობთ, ჩემი დამოკიდებულება ასაკოვანი ხალხის მიმართ ვინც იცის, მიხვდება, რომ სხვანაირად არ შემეძლო! იმდენად ბევრმა ადამიანმა გააშეარა წერილი, ვფიქრობ, რომ ბევრი იქნებით, ვისაც ლილი ბებოს დახმარება მოგინდებათ. მოკლედ:

ისე იღიმის, დანახვისთანავე ხვდები, რომ სევდასთან ერთად ახალგაზრდობის მერცხლები დაფრინავენ მის თვალებში... მალე 80 წლის ხდება, ფერადია და ლაღი... მარტოხელა პენსიონერია, სოციალურ დახმარებას არ იღებს, არ წუწუნებს, უბრალოდ წამლებისთვის ფული ხშირად აღარ რჩება...  მრიცხველზე ცნობილი წერილი ისევ გაკრულია, ამბობს, რომ საქმეს შველის...

მომეხმარეთ, ცოტა მეტად გავაბედნიეროთ ეს ადამიანი, გაავრცელეთ, ვისაც სურვილი გაუჩნდება გაუკეთოს საჩუქარი (ასე დავარქვათ, ეუხერხულება ხალხისთვის დახმარების თხოვნა) დავაკვალიანებ. როგორც ყოველთვის, ვიცი, რომ ჩემს გვერდით იქნებით", - წერს მარიამ ოშხნელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს