სინამდვილეში ვისი მკლავია გამოსახული სვეტიცხოველზე

სინამდვილეში ვისი მკლავია გამოსახული სვეტიცხოველზე

ისტორიკოსი და ირანისტი კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც სვეტიცხოვლის კედელზე მკლავის ცნობილი რელიეფური გამოსახულების შესახებ წერს:

"მეგობრებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს. ამ თემაზე დღეს საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის პოსტი მომეწონა:

"სვეტიცხოვლობას გილოცავთ და ისე, სხვათაშორის გახსენებთ, რომ ის ხალხი ვართ, ვისაც ერთი მხრივ ამ ფანტასტიკური ტაძრის აშენება შეუძლია და მეორე მხრივ, ამგებისთვის მკლავის მოჭრა (თუნდაც ლეგენდაში, მაგრამ შეგუებულ ლეგენდაში. მერე დადასტურებული რეალობებიც მივაყოლეთ, ნუ ჩამომათვლევინებთ). პირველი უნარის გაღვიძებას და მეორის შემცირებას გისურვებთ".

ჩემის მხრივ დავსძენდი, რომ ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახული ხელი, რამაც შთააგონა მწერალი, ორმაგ სემანტიკას ატარებს. ერთის მხრივ ეს არის უფლის ხელი, რომელმაც ააგო უდიდესი ტაძარი, ანუ სამყარო და მეორეს მხრივ კონკრეტული ქართველი ხუროთმოძღვრის ხელია. მე ძველ გნოსტიური ელფერის სირიულ ტექსტებში შემხვედრია ტერმინი ban rabba, ("დიდი არქიტექტორი") ანუ იესო, როგორც სამყაროს დიდი ხუროთმოძღვარი.

ასევე წმ. გრიგოლ ნაზიანზელი წერს, რომ მამა-ღმერთის ორი ხელი, როდესაც ის ქმნიდა სამყაროს, იყო ძე და სულიწმინდა. ანუ სიტყვები "დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია" სწორედაც რომ ეთქმის ქრისტე იესოს.

სხვა საქმეა, რომ ის ემაუსში მოწაფეებს საერთოდ არაფერს ეტყვის ჯვარცმაზე. მოწაფეებს მწირი გონიათ - როგორ, ჯვარცმის ამბავი არ გაგიგიაო? კითხავენ. ის კი, უკვე აღდგომილი, სრულიად არატრაგიკული განწყობით დაახლოებით ასე უპასუხებს, მერე რა მოხდაო..".

ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება