კოსმოსური ხომალდი "სოიუზ ემეს-02" წარმატებით გაეშვა ბაიკანურის კოსმოდრომიდან და კურსი აიღო საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ.
ამჯერად ეკიპაჟის სამი წევრის გარდა, კოსმოსში გაემგზავრა წმინდა სერაფიმ საროველის ნეშტის ნაწილები. დიახ, არ მოგესმათ - რუსებმა კოსმოსში წმინდა მამის ნეშთი გაგზავნეს.
ფრენის დასრულების შემდეგ ნეშტი დედამიწაზე დაბრუნდება და გადაეცემა ფერისცვალების ტაძარს.
ღირსი სერაფიმ საროველი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქრისტიანი წმინდანი. მან დააარსა და მფარველობდა დივეევოს ქალთა მონასტერს. მის სახელს მრავალი სასწაული უკავშირდება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით