12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის 38-ე უბანზე ხმა 164-მა, 79-ე უბანზე - 178-მა, 108-ე უბანზე კი 183-მა ამომრჩეველმა მისცა

12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის 38-ე უბანზე ხმა 164-მა, 79-ე უბანზე - 178-მა, 108-ე უბანზე კი 183-მა ამომრჩეველმა მისცა

ცესკო 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 12:00 საათის მდგომარეობით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 296-მა, რაც 20.6%-ია. ზუგდიდის 38-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან კი კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 164-მა, რაც ამომრჩეველთა 14.3 %-ს შეადგენს.

ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 925 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 178-მა, რაც 19.2%-ია. ხოლო, ზუგდიდის 108-ე უბნის 774 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 183-მა პირმა, რაც ამომრჩეველთა 23.6%-ს შეადგენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."