დემურ სტურუას დედის კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ

დემურ სტურუას დედის კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ

გარდაცვლილ დემურ სტურუას დედის გამოკითხვა პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას ყველა ის კითხვა გააცნო, რომელიც მას შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა.

"რა კითხვებიც მქონდა გამოძიებასთან და მკვლელობასთან დაკავშიებით, ყველაფერი ვუთხარი. მათ მკითხეს, ზეწოლის ფაქტებზე რატომ შევატყობინე პირველად ჟურნალისტებს და არა მათ. მე ვუპასუხე, რომ ეს სიწყნარე არ მომწონდა და მინდოდა ყველაფერი ტელევიზიით მეთქვა. მე მემუქრებიან, მოდიან და მაშინებენ, კარებზე მიკაკუნებენ, მაგრამ არ ვიცი ვინ არის. მინდა, რომ ნამდვილი მკვლელი დაისაჯოს", -განაცხადა ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ