როგორ მოვიხმაროთ პლასტმასის ჭურჭელი, რომ ქიმია საკვებს არ შეერიოს

როგორ მოვიხმაროთ პლასტმასის ჭურჭელი, რომ ქიმია საკვებს არ შეერიოს

სადღეისოდ, პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენს ცხოვრებაში ძლიერადაა შემოჭრილი. ვსარგებლობთ პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მავნე პროდუქციის ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია პლასტმასის ფანჯრები, ავეჯი და ჭურჭელი. ამ უკანასკნელიდან პლასტმასის მავნე ნაწილაკები საკვებთან კონტაქტით დაუბრკოლებლად ხვდება ორგანიზმში.

როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლიდან მიღებული ზიანი?

თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიური. ორგანიზმისთვის მავნეა შუალედური ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად, გამხსნელები. ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. გარდა ამისა, ქიმიური დაშლის ზოგიერთი ნივთიერება ასევე შეიძლება მოხვდეს საკვებსა და ორგანიზმში.

სასარგებლო რჩევები:

პლასტმასის ბოთლი მავნე მასალისგანაა თუ არა დამზადებული, შეიძლება შევამოწმოთ პატარა ექსპერიმენტით: გადაღუნეთ ბოთლი, თუ მოხრის ადგილზე დარჩა თეთრი ხაზი, თქვენს წინაშე პოტენციურად საშიში პროდუქტია. შედარებით უსაფრთხო ბოთლზე გადახრის ადგილი გამჭვირვალე რჩება.

ერთჯერადი ჭიქები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ წყლისთვის. მჟავე წვენები, გაზიანი, ცხელი და ალკოჰოლური სასმელები სჯობს პლასტმასის ჭიქებით არ დავლიოთ. ყველა ეს პროდუქტი რეაქციაში შედის პლასტმასის შემადგენლობაში არსებულ ქიმიურ ნაერთებთან და წარმოქმნის შხამიან ნივთიერებებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს