"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე "ნაციონალების" სიმბოლიკიანი ქოლგით მივიდა

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე "ნაციონალების" სიმბოლიკიანი ქოლგით მივიდა

ბათუმში 69-ე ოლქის 63-ე უბანზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, რომელიც უბანზე საარჩევნო პროცესის გადასაღებად "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლიკიანი დროშით მივიდა, აღნიშნული საქციელი აგიტაციაში ჩაუთვალეს.

ვიდეო, რომელზეც ეს ფაქტია ასახული, სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელმა ირაკლი ხიტირმა გაავრცელა წარწერით: "რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ასე ეწევა აგიტაციას 69 ოლქის 63-ე უბანზე ბათუმი".

იხილეთ ვიდეო

ვიდეოზე ასახულია "ქართული ოცნების" წევრის დავით ბაციკაძისა და "რუსთავი 2"-ის ადგილობრივი კორესპონდენტის თეა ვაშალომიძის შელაპარაკება. ვიდეოში ბაციკაძე ჟურნალისტს ეუბნება, რომ კანონს არღვევს და ქოლგის შენობის გარეთ გატანას მოითხოვს:

"გაიტანე ქოლგა და გადი აქედან. აგიტაციას ეწევი, კანონს არღვევ პირდაპირ. რა ვქნა სხვა ქოლგა დაიჭირე, არ შეიძლება. მაგია კანონი, მაგას დასდევენ, სხვა რამე კი არ არის აქ?!" - მიმართა ბაციკაძემ ჟურნალისტს.

ჟურნალისტი კი თავის მხრივ პასუხობს, რომ არანაირ აგიტაციას არ ეწევა და თუ ბაციკაძე აქვს "ოცნების" სიმბოლიკიან ქოლგასაც დაიჭერს ამის დასამტკიცებლად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი