"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განუცხადა.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებმა არ ასახა მარნეულის ამომრჩევლის ნება.

"ეს არჩევნები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე. არჩევნებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება და აქედან გამიმდინარე 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნები უნდა გაუქმდეს", - განაცხადა იმამკულიევმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, მათ ხელში ჩაუვარდათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასშტაბურ დარღვევებზე, რაც მარნეულში იყო. ამასთან, როგორც ბოკერია აცხადებს, ამ უბანზე დააშინეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა ამ უბანზე საარჩევნო ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."