"დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

 "დღის შოუში" თვეების ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს - "ფეისბუქზე" გადაცემისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"იმედის" გადაცემა "დღის შოუს" ეთერში რამდენიმე თვის გოგონას ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. პროცესი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ატირებული ჩვილი ხელში დედას ეჭირა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ბავშვი ისტერიკულად ტიროდა, რამაც სტუდიაში მყოფი ორი ტელეწამყვანი - სოფიკო ნარჩემაშვილი და ეკა ამირეჯიბიც კი შეაწუხა.

იხილეთ ვიდეო

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "დღის შოუს" ფეისბუქის გვერდზე გადაცემის ავტორებს აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები უწერენ კომენტარებს და აკრიტიკებენ. ფაქტს ეხმაურებიან ცნობილი ადამიანებიც:

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: "დღეს ძირითადად "დახვრეტებს" ვაზიარებ, შვილიშვილები ბებიას დასდევენ თოფით, აგერ თვეების ბავშვს აკავებენ, რომ დაუბრკოლებლად "ესროლონ", მოკლედ, მეგობრებო, მიკიბვ-მოკიბვას აზრი არა აქვს, პირდაპირ უნდა გითხრათ სიმართლე, - ჩვენ ვაფრენთ, კარგად გაისიგრძეგანეთ, "ისინი" კი არა, არამედ ჩვენ, ყველა ვაფრენთ"

"დასახურები ხართ. ამას როგორ უყურებდით და როგორ არ შეაჩერეთ?"

"ეს დღის შოუები ყველა არხზე არის სრული მარაზმი და უსაქმური ხალხის უაზრო ბლაბლაბლა, და ამ საცოდავი ბავშვის ამბავი ხომ საერთოდ!"

"მარაზმი! ბავშვს არ ეკითხებიან, იქნებ სულაც არ უნდა გახვრეტილი ყურები და არც არასდორს არ გაიხვრიტავდა თავის ნება რომ ყოფილიყო. პაპუასების ქვეყანა ვართ რა"

"ამ ბავშვს რას ერჩოდა დედამისი?! სრული სადიზმია თვეების ბავშვის ყურის გახვრეტა, რა უბედურებაა, რატო დატანჯეს?! კანონით უნდა იკრძალებოდეს ბავშისთვის ტკივილის მიყენება!!!!!!! ან რატომ აჩვენებთ ამას ეთერში. მაკანკალებს ნერვიულობისგან რაც ამ ვიდეოს ვუყურე..."

"ეს არის ბავშვზე ძალადობა! სირცხვილი ყველას, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა და არაფერი არ თქვა, რომ გაეჩერებინა!"

"მშობელი ხომ დამნაშავეა და პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ ძალადობაზე და ასევე დამნაშავეა გადაცემა! სირცხვილი თქვენ!"

"გადაცემის პროდიუსერს, ჟურნალისტებს, ტელევიზიის თანამშრომლებს ჭკუა აქვთ თავში?"

"როგორ შეიძლება ეს? ასე და ამ ფორმით? გაუგონარი და სადისტური ამბავია. ვინ დაგემა პასუხი უნდა აგოს აუცილებლად ხოლო ტელევიზიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, მშობლის თანხმობა მედიასაშუალებას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მეტიც ეს ბავშვის წვალებაა მეგობრებო"

"საიდან გაფიქრდებათ რეიტინგის აწევისთვის ასეთი მარაზმი თემები? არ გრცხვენიათ მაინც? საშინელი გადაცემა კიდევ უფრო საშინელი გახადეთ, აღარაფერს ვამბობ წამყვანებზე, რომლებიც აზრზე არ არიან რა არის ეთიკა"

"მხეცებო რას მაყურებინეთ ამას, ან იმ დედას რა ვუთხარი ამას რომ გაუკეტებს შვილს იქნებ რომ წამოიზრდება სულ არ უნდა ბავშვს ყური ქონდეს გახვრეტილი რატო იღებთ ისეთ გადაწყვეტილებას თქვენ დედები რაც ბავშვის პირადია? აცადეთ გაზრდა ბავშვებს. მარაზმი იყო ის რაც დღეს ვნახე 4 წამყვანი დედები ამას უყურებთ და სეირობთ" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

ასევე წაიკითხეთ: "დღის შოუ" გადაცემაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი