"საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ზვიად გამსახურდია მაფიებზე

"საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ზვიად გამსახურდია მაფიებზე

"საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ კონციპირებული მერიტოკრატიული მოდელი სახელმწიფო წყობილებისა და მისი დამაბრკოლებლები - ასე დავარქმევდი მე FB-ს სივრცეში გავრცელებულ მის გამონათქვამებს მაფიაზე, რაც დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

უპირველეს ყოვლისა, იგი აჩვენებს თუ რა მიმართულებით განვითარდა ჩვენი საზოგადოება 1921 წლის 25 თებერვლიდან მოყოლებული, რამაც კიდევ სხვა განზომილება შეიძინა 1972 წლიდან, როდესაც შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში საქართველოს სსრ-ს.

არასწორია გავრცელებული თეზისი, თითქოს მაფია ჩნდება იქ, სადაც სიღარიბეა. პირიქით - მაფია თავად განაპირობებს სიღარიბეს, უსამართლობას და უწესრიგობას. სრულიად განსაკუთრებული მაფია აღორძინდა ასევე კულტურასა და ხელოვნებაში. და რასაკვირველია, ცალკე თემაა მაფია ეკლესიის წიაღში. ადამიანთა ეს ქსელი ერთ მთლიანობას ქმნიდა საბჭოთა ნომენკლატურასთან და KGB-თან. ამ ყოველივემ გამოიწვია ჯერ გადატრიალება, შემდეგ რეპრესიები, ბოლოს კი ხალხის მასობრივი გადინება ქვეყნიდან.

ზ. გამსახურდია: "მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.

ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს."

ზ. გამსახურდია: "პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის, თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია".

კოკო გამსახურდია

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გადელია