ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უცხოელმა დამკვირვებელმა აღნიშნული პირი ამოიცნო.

"ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა უცხოელი დამკვირვებლისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში. ამ პირის დაკავება ახლა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელმა დამკვირვებელმა ანუ დაზარალებულმა მისი ამოცნობა მოახერხა ცოტა ხნის წინ. ის ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა და როდესაც მეორე ტურისთვის ჩამოვიდა, მაშინ მოხერხდა ამოცნობა", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

რაც შეეხება გორში 30 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას, როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებისთვის მომხდარის რეალური სურათი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები ნათელი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ