"4 წლის იყო, რო­ცა დე­დამ და­ტო­ვა..." - ის, რაც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სატ­კი­ვა­რია

 "4 წლის იყო, რო­ცა დე­დამ და­ტო­ვა..."  -  ის, რაც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სატ­კი­ვა­რია

"პი­რა­დად მე, აღარ მა­დარ­დებს ემიგ­რან­ტე­ბის თე­მა და ჩე­მი შვი­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ იმ ასა­კი­დან, რო­ცა სა­ჭი­რო­ებ­დ­ნენ ორი­ვე მშობ­ლის ყუ­რადღე­ბას, მაგ­რამ დღეს ძა­ლი­ან მომ­ხ­ვ­და გულ­ზე ერ­თი ამ­ბა­ვი და ისევ ვიწყებ მუ­და­რას: და­უბ­რუნ­დით ოჯა­ხებს! ჰკითხეთ შვი­ლებს, რა უფ­რო სჭირ­დე­ბათ, მშობ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა თუ თქვე­ნი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თან­ხა და სა­ჩუქ­რე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­შო­ბი­ა­რა პა­ტა­რა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც 4 წლის და­ტო­ვა დე­დამ. მა­შინ აუცი­ლე­ბე­ლი იყო ეს გან­შო­რე­ბა: ქალ­ბა­ტო­ნის მეორე შვილს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და, ოჯახს კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა გა­რის­კა და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად, საზღ­ვა­რი გა­დაკ­ვე­თა. მე­რე იყო და­პი­რე­ბე­ბი, რომ მა­ლე დაბ­რუნ­დე­ბო­და: "აი, წელს..." "აი, მე­ო­რე ახალ წელს..." ღმერ­თო, რა ნაც­ნო­ბი და რა მტკივ­ნე­უ­ლია და­უმ­თავ­რე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბი...

გა­ვი­და წლე­ბი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ეს პა­ტა­რა გო­გო გათხოვ­და. მე­რე ხში­რად ემუ­და­რე­ბო­და მშო­ბელს: "დე­და, დაბ­რუნ­დი", "დე­და, მჭირ­დე­ბი!" მაგ­რამ სტან­დარ­ტულ პა­სუ­ხებს ის­მენ­და, - რომ დავ­ბ­რუნ­დე, მანდ რა ვქნა, რი­თი გარ­ჩი­ნო­თო?

არა­და, არც ისე მცი­რე თან­ხა ჰქონ­და უკ­ვე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. შვილს სა­ჭი­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­უ­კეთ­და, სახ­ლ­ში რე­მონ­ტი გა­ა­კე­თეს, "სხვი­სი თვა­ლის და­სათხ­რე­ლად" ჭა­ღე­ბიც ჩა­მო­კი­დეს და ავე­ჯიც გა­მოც­ვა­ლეს. უფ­რო­სე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და მე­რე დაბ­რუნ­დე­ბო­და ქა­ლი...

15 წლის ასაკ­ში შექ­მ­ნილ ოჯახს კი ყვე­ლა ერ­თად და­აცხ­რა თავს: "სად გეჩ­ქა­რე­ბო­დათ?" "რა­ში გჭირ­დე­ბო­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა?"... არ მოს­წონ­დათ, მა­თი გო­გო­ნა "უბ­რა­ლო" ოჯახ­ში რომ შე­ვი­და რძლად.

არა­და, გო­გო­ნა აშ­კა­რად, ბედ­ნი­ე­რია! მე­რე რა, თუ არ აქვს ისე­თი­ვე ავე­ჯი, რო­გო­რიც მის­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს? მე­რე რა, თუ სახ­ლი ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი არ არის და არც სა­ო­ცა­რი ჭა­ღე­ბი ამ­შ­ვე­ნებს ოთა­ხებს?!

გო­გო­ნამ შე­პა­სუ­ხე­ბა და­უწყო დე­დას, ბო­ლო დროს ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხობ­და...

მე რას ვა­კე­თებ­დი ამ გო­გო­ნას და­სახ­მა­რებ­ლად? ყო­ველ­თ­ვის ვი­ცავ­დი და ვი­ცავ ბავ­შ­ვე­ბის პო­ზი­ცი­ას... ერთ დღეს პოს­ტი დამ­ხ­ვ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ეს ლა­მა­ზი გო­გო­ნა უკ­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­იყ­ვა­ნეს. "სკა­ი­პით" დავ­რე­კე დე­და­მის­თან და აღ­მოჩ­ნ­და, რომ აზ­რ­ზე არ იყო, რა ხდე­ბო­და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის თავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი