"გვექნება აწი ტრამპა-ტრუმპი!" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ს არჩევნებს "ფეისბუქში" ქართველები

"გვექნება აწი ტრამპა-ტრუმპი!" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ს არჩევნებს "ფეისბუქში" ქართველები

ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ. ამერიკული მედიას უკვე წერს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა. როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო. გამოცემა Los Angeles Times-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

აშშ-ში მიმდინარე არჩევნებს ქართველები "ფეისბუქზე" ეხმაურებიან:

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი: კაროჩე - ტრამპია... მორჩა კინო

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი: მოატყუა ჰილარიმ მხარდამჭერები. გამარჯვებაში დაარწმუნა და ხმები ვერ დაიცვა. არ უნდა შევიდნენ დემოკრატები სენატში.

რამაზ გიგაური, ასტროლოგი: ტრამპის არჩევის გამო დოლარმა პროტესტი გამოხატა, რის გამოც ლარმა გამყარება დაიწყო.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: ჰოდა, კი გვექნება აწი ტრამპა-ტრუმპი!

დავით საყვარელიძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი: გია ონიანმა მომწერა: "ეხლა ბიონსეს დაბლოკავენ, აღარ ამღერებენ და დე ნიროს ჰილაროკრატიაში გადაიღებენო"

დავით იმედაშვილი, პროდიუსერი: თუ ვინმეს რამე გაგიჭირდათ Nanuka Gogichaishvili ს თხოვეთ. მსოფლიოს ყველაზე გავლენიან კაცთან მაგას აქვს კონტაქტები :))

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: თავისუფალი მსოფლიოს ახალი ლიდერი, ამერიკის ახალი დასაწყისი!!! ლურჯი კედელი მორღვეულია! მან გაილაშქრა ყველაფერი კონვენციურის წინააღმდეგ და მოიგო!

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: ე.ი. არ ეძინა მთელ საქართველოს და უმეტესობა ჰილარის გულშემატკივრობადა. ისე განიხილავდნენ ამ არ ჩევნებს კარგ პოლიტოლოგს შეშურდებოდა. მეგობრები! ფორმალურად ორეზიდენტი არ აურჩევიათ, აირჩიეს ხმოსნები, რომელთა ხმისმიცემის შედეგი ძირითადად პროგნოზირებადია(თუმცა ისტორიამ იცის რამდენიმე არაპროგნოზირებადი შემთხვევაც არაარსებითი ზეგავლენით შედეგზე).მოკლედ, ეს ხმოსნები აშშ პრეზიდენტს 6 ი ა ნ ვ ა რ ს აირჩევენ. ეს უფრო მეტი განათლებისთვის რადგან ასე ნერვიულობთ და

P. S. მე ვფიქრობდი ჰილარი გაიმარჯვებდა და ტრამპის გამარჯვება მსურდა. სურვილი ამიხდა და პროგნოზი გამიცუდდა. სურვილების ასრულებას გისურვებთ მეგობრებო!

ნოდარ ლადარია, პროფესორი: პრობლემა არ არის კანდიდატები... არც მომავალი პრეზიდენტი. თუ ღრმად შევიჭყიტებით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს ბიბლიამ სძლია ევკლიდეს გეომეტრიას... ისტორია სამართლიანია: ბიბლიამ დაიმსახურა საბოლოო კაშკაშა გაელვება.

ნიკა ქავთარაძე, "გირჩი": კი არავინ დახმარებია, სულ თავისი ტრამპით მიაღწია ყველაფერს

ნინო ჯღარკავა, ჟურნალისტი: ობამას არჩევნების დროს, ნაცი კობა სუბელიანი თბილისში მაკკეინის სანომრე ნიშნით დარბოდა, ნეტავ გუშინ რა ქონდა მიკრული მანქანაზე ხიხოო?! ხომ ხედავთ არაფერში არ გიმართლებთ და დაეტიეთ ერთ ადგილას, ნუ ფაფხურობთ

ზვიად დევდარიანი, CIDA: ტრამპისკენ ვიყავით თავიდანვე - ვთქვათ

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი : ამ შედეგს ისევ კარუსელები ჯობია. ჰა, გადავედით ოდნოებში.

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი : აუ, რა მაგრა დაგვენ..ა, ეხლა ვინღა მოგვივლის - გაიფიქრა ტრამპის არჩევით უკმაყოფილო ახალგაღვიძებულმა ქართველმა, გადაბრუნდა და ძილი გააგრძელა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს